ბაკანი - (ხევსურ.) ა) ხის ან სპილენძის დიდი ჯამი; ბ) ვარცლის მსგავსი მრგვალი ჭურჭელი, რომელშიც რძეს ჩაწურავენ.
ბარება- (ხევსურ.) დაძახება, წვევა, დაპატიჟება; უბარებავ - უძახია, მოუწვევია.
ბარდღი – (ქართლი) ხის ძირზე ამოსული ყლორტი, ამონაყარი
ბატარა - (ფშაურ) პატარა
ბაქმაზი – (ქართლი) პამიდვრის მოდუღებული სქელი წვენი
ბაღანე – (გურია) ბავშვი
ბაცუკა - (თუშ) თოჯინა
ბაჭული – (რაჭა) ხაჭაპური
ბებერა - (ხევსურ) ცერა თითი
ბელგა– (კახურ–ქიზიყური) საპატარძლოს დასანიშნად მირთმეული ბეჭედი ან სხვა სამკაული
ბენტერა – შტერი
ბია –(გურია, იმერეთი) კომში
ბიჩინჩალე –(გურია) პატარა, ერთი ბეწო
ბჟიტი – (ქართლი) უგულო, გამოფიტული წვრილი მარცვალი
ბჟოლა– (გურიაში) თუთა, ბჟოლიეთი– სოფელი ჩოხატაურის რაიონში
ბოლი – (გურიაში) ხის ტოტი
ბრალად - (ფშაურ) საცოდავად
ბრუალი – (გურიაში) თავბრუსხვევა
ბუნჭველი – (იმერეთი) ჭიანჭველა
ბურდუგანა – (ქკახურ–ქიზიყური) – პატარა, უხეირო, სახელდახელოდ აგებული სახლი
ბუჯერი – (გურია, იმერეთი) სამზარეულოს კედელზე მიდგმული ან ჩამოკიდებული თარო ჯამ–ჭურჭელისთვის
ბღარტი- ბარტყი